პაკიაო-ხანი: 20 მაისს, საამიროებში გაიმართება

AutoSharing Option
ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ბრიტანელი ამირ ხანის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და განიხილეს მომავალი ბრძოლის დეტალები.

როგორც უკვე ვწერდით, ბრძოლის ჩატარების წინასწარი თარიღი იყო 23 აპრილი, მაგრამ იმ დღეს, პაკიაოს სხვა გეგმები აქვს - ბრძოლა ჯეფ ჰორნთან, რომელიც უფრო ადრე იყო შეთანხმებული.

ახლა, ხანის პრომოუტერმა ბობ არუმმა და პაკიაოს წარმომადგენელმა მაიკლ კონცმა შეათანხმეს ბრძოლის სხვა თარიღი და ჩატარების ადგილი: ბრძოლა 20 მაისს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.

"გადავწყვიტეთ, ბრძოლა ჩავატაროთ 20 მაისს, საამიროებში, ასე რომ, დრო გვექნება იმისთვის, რათა სათანადოდ მოვემზადოთ ამ
მნიშვნელოვანი მოვლენისთვის. ხვალ ორივე მოკრივეს დაველაპარაკები, რათა დავარწმუნო ისინი ამ თარიღის მართებულობაში", - განაცხადა მაიკლ კონცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული