კახა ბასილიამ ქუთაისში კარატეს სემინარები ჩაატარა

AutoSharing Option
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას ინიციატივით, რეგიონებში ადგილობრივი სპორტსმენებისთვის ყოველწლიურად საწვრთნელი სემინარები ტარდება, რომელიც ტრადიციული კარატეს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.

კახა ბასილიამ, საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად, ქუთაისის მე-17 სპორტული სკოლის დარბაზში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ერთდღიანი სემინარი ჩაატარა.

თეორიულ კურსთან ერთად, ახალგაზრდები კარატეს ილეთების დახვეწაში ავარჯიშა. სემინარის მონაწილეებს საქართველოს ნაკრების წევრებთან სპარინგის საშუალებაც მიეცათ.

"ეს იყო კალენდარული ღონისძიება, რომლის მიზანი რეგიონებში კარატეს პოპულარიზაციაა. შესაძლოა, მალე კარატე ოლიმპიური სახეობა გახდეს და 2020 წლის თამაშებში იქნეს წარმოდგენილი.

კარატე უკვე შეიტანეს
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში, რომელიც 2015 წელს ბაქოში ტარდება. ჩვენი ძირითადი დასაყრდენი რეგიონებია. ამიტომ ეწყობა თეორიული და პრაქტიკული სემინარები" - განაცხადა კახა ბასილიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული