U20. ძალოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: მერვე ადგილით დავიწყეთ

AutoSharing Option
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა 20 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი იბრძოლებს მედლებისთვის. შეჯიბრებაში, რომლის მხარდამჭერები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ქვეყნის 12 წარმომადგენელი (რვა ვაჟი, ოთხი გოგონა, მთავარი მსაჯი მალხაზ ლომთაძე) მოსინჯავს ძალებს.

ასპარეზობის პირველ დღეს მედლების კომპლექტი გათამაშდა 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში (ქართველები ამ წონაში არ ასპარეზობდნენ): ორჭიდში 265 კილოგრამით პირველი იყო ტაილანდელი ვიტოონ მინგმოონი. ჩემპიონს 29 კილოთი ჩამორჩა ეკვადორელი რაფაელ პატრისიო ფერუზოლა ალავაზე (236), რომელსაც ვერცხლი ერგო, ხოლო
233 კილოთი მესამე იყო იაპონელი იუია სენოო.

თბილისურ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ქართველიც ვიხილეთ. 62 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში A ჯგუფში იასპარეზა გოდერძი ბერდელიძემ. ქართველმა ახალგაზრდამ ატაცში 119 კილოგრამი დასძლია, აკვრაში 145-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და 264 კილოგრამით მერვე ადგილზე გავიდა.

ქალები
48 კგ
1. თუნია სუქჩაროენი (ტაილანდი), 2. ჰუიჰუა ჯიანგი (ჩინეთი), 3. სიაქუნ ლონგი (ჩინეთი)

ვაჟები
62 კგ
1. იონგქსიანგ მო (ჩინეთი), 2. იონგ იუ პაკი (ჩრ. კორეა), 3. ჩენგ მენგი (ჩინეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული