ჩემპიონი ოთხი წლით დასაჯეს

AutoSharing Option
ქალებს შორის 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ნურჯან თაილანი ოთხი წლით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის გამოყენებისთვის.

ამის გამო ის 2012 წლის ზაფხულის თამაშებს გამოტოვებს.

თურქეთის ძალოსნობის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ თაილანის სასჯელი უკვე შევიდა ძალაში და ის დაადასტურა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ.

თურქი სპორტსმენის ადვოკატმა განაცხადა, რომ მას ეშინოდა 28 წლის ნურჯანის სამუდამო დისკვალიფიკაციის, მაგრამ ახლა აპირებს გაასაჩივროს ფედერაციის გადაწყვეტილება.

თაილანმა ვერ გაიარა 2011 წლის 26 ოქტომბერს აღებული დოპინგ-ტესტი. განმეორებითმა ანალიზმა დაადასტურა აკრძალული პრეპარატის გამოყენება. ჯერჯერობით უცნობია, რა დოპინგი გამოიყენა სპორტსმენმა.

თაილანმა ოლიმპიური
ოქრო 2004 წელს ათენში 48-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა. ის პირველი თურქი ქალია, ვინც ოლიმპიადის მოგება შეძლო. გარდა ამისა, თაილანი ექვსჯერ იყო ევროპის ჩემპიონი, 2010 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული