ხმა მივცეთ ლაშა ტალახაძეს! - წლის საუკეთესო ძალოსნის გამოკითხვა დაიწყო

AutoSharing Option
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე დაიწყო წლის საუკეთესო ძალოსნის გამოკითხვა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებს ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძეც, რომელიც 2016 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა ყველას შეუძლია, ამისთვის კი შემდეგი რამაა საჭირო:

1. შევდივართ საიტზე www.iwf.net;
2. პირველივე ფოტოზე ვხედავთ წარწერას Vote for the lifters of the Year 2016! (ხმა მიეცით 2016 წლის საუკეთესო ძალოსნებს);
3. შევდივართ ამ ბმულზე! *(http://www.iwf.net/best-lifters-2016/)
4. გამოკითხვა იწყება ქალების ნომინანტებით. ვტოვებთ ამ ქვეთავს და ქვემოთ, სადაც მთავრდება მამაკაცების ჩამონათვალი, ვავსებთ აუცილებელ ველებს;
5. მოვნიშნოთ 1 ქალი
და 1 მამაკაცი (ფოტოს გვერდით არის მოსანიშნი);
6. ველში - Name ჩავწეროთ სახელი და გვარი;
7. ველში - Country ჩავწეროთ ქვეყანა (Georgia);
8. ველში - email ჩავწეროთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი;
9. ველში - Password ჩავწეროთ მანდვე მინიშნებული ხუთი ციფრი;
10. ვაჭერთ ღილაკს VOTE;
11. თქვენი ხმა რეგისტრირებულია.

გამოკითხვა 31 იანვარს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეც 24 საათში ერთხელ ხდება?
gulshematkivari
14:44 16-01-2017
0
გმადლობთ ინფორმაციისთვის. რამდენჯერ შეიძლება ხმის მიცემა? მხოლოდ ერთხელ თუ დღეში ერთხელ?
ზურა
14:19 16-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული