როჯერ ფედერერის დაბრუნება და საფრანგეთის ტრიუმფი

AutoSharing Option
სეზონის სტარტზე ტრადიციაა ჰოპმანის თასის არაოფიციალური გათამაშება, სადაც ჩოგბურთელები არ რისკავენ არც ქულებით და არც რეპუტაციით. სწორედ ეს ტურნირი აირჩია კორტზე დასაბრუნებლად ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა.

როჯერმა პირველი მატჩი დანიელ ევანსს მოუგო, ხოლო შვეიცარიამ 3:0 გაანადგურა ბრიტანეთი. მეორე შეხვედრაში ფედერერს სერიოზული გამოცდა ელოდა ალექსანდრ ზვერევის სახით, რომელთანაც ბოლო მატჩი წაგებული ჰქონდა. თანაბარ ბრძოლაში შვეიცარიელი ისევ დამარცხდა - გერმანელმა ერთით მეტი ტაი-ბრეიკი მოიგო: 7:6(1), 6:7(4), 7:6 (4).

შვეიცარიამ ტურნირი ფრანგებთან წაგების შემდეგ დატოვა, თუმცა ფედერერმა თავისი მატჩი ბრწყინვალე სტილში მოუგო რიშარ
გასკეს - 6:1, 6:4, რითაც სეზონისთვის სრული მზადყოფნა დაგვიდასტურა.

ფინალში საფრანგეთის მეტოქე აშშ-ის ნაკრები გახდა. ამ გუნდის შემადგენლობაში შესანიშნავ ფორმას აჩვენებდა ჯეკ სოკი, თუმცა, სწორედ მისმა წაგებამ გასკესთან გადაწყვიტა კიდეც ფინალის ბედი.

კოკო ვანდევეგემ ორ პარტიაში მოუგო კრისტინა მლადენოვიჩს, მაგრამ წყვილების მატჩი და მასთან ერთად ტიტული ფრანგებმა მოიგეს. საფრანგეთი მეორედ დაეუფლა ჰოპმანის თასს. პირველად ეს 2014 წელს მოხდა, როცა შემადგენლობაში ალიზ კორნე და ჟო-ვილფრიდ ცონგა იყვნენ.

ჰოპმანის თასი
საფრანგეთი-აშშ 2:1
1:0 რიშარ გასკე-ჯეკ სოკი 6:3, 5:7, 7:6 (8:6); 1:1 კრისტინა მლადენოვიჩი-კოკო ვანდევეგე 4:6, 5:7; 2:1 გასკე/მლადენოვიჩი-სოკი/ვანდევეგე 4:1, 4:3(0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული