ნიკოლოზ ბასილაშვილმა სიდნეის ტურნირში გამოსვლა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (94) სიდნეის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.

7 იანვარს გამართულ შეხვედრაში ბასილაშვილმა 32 წლის ბრაზილიელი როჯერიო დუტრა და სილვა (98) 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.

24 წლის ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიელ გასტაო ელიასს დაუპირისპირდება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 81-ე ადგილს იკავებს. მატჩი 8 იანვარს, თბილისის დროით ღამის 03:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ბასილ ზმა
saba
00:43 08-01-2017
0
ესეც მზის დაბნელებასავითაა. წელიწადში ერთხელ დედამიწის რომელიღაც ნაწილში გადაეფარება ხოლმე რომელიმე ვარსკვლავს. (მაგალითად ბერდიხს შარშან). თუ თამაში არ დაასტაბილურა იქნება ასე "ასეულის ყარაულივით", ხან "ზაბორს"ქვევით და ხან ზევით.
.........
14:14 07-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული