სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით თამაშობს სოფიო ქვაცაბაია, რომელიც მეორე ნომრადაა განთესილი.

20 ოქტომბერს ერთეულებში მან ხორვატ თეა ფებერს აჯობა 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მერვე ნომერ სადაფმოხ ტოლიბოვას (რუსეთი) მძლეველ (2:6, 6:4, 6:2) დანა კრემერს (გერმანია) დაუპირისპირდება.

დანარჩენი ჩოგბურთელები მეოთხედფინალში ასე დაწყვილდნენ: აილა აქშუ (თურქეთი)-ულიანა აიზატულინა (რუსეთი), ნინა ალიბალიჩი (ავსტრალია)-ბერფუ ქენგიზი (თურქეთი), დიანა ენაჩი (რუმინეთი)-აგნეს ბუკტა (უნგრეთი).

წყვილებში ქვაცაბაია ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. გუშინ მათ ანი დონალდსონი (ავსტრალია) და თეა ფებერი
(ხორვატია) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:3 და ნახევარფინალში ულიანა აიზატულინა (რუსეთი)-ანასტასია პოპლავსკას (უკრაინა) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

რუსულ-უკრაინულმა ტანდემმა მეოთხედფინალში ევა კოლაროვსკასა (სლოვაკეთი) და ალექსა პიროკს (უნგრეთი) სძლია - 6:2, 6:2.

მეორე ნახევარფინალში ელიზაბეტ დანაილოვა (ბულგარეთი), ანა სლოვაკოვა (ჩეხეთი) და აგნეს ბუკტა (უნგრეთი), დიანა ენაჩი (რუმინეთი) ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული