სოფიო შაფათავა (206) WTA-ს ტურნირ, ტაშკენტის ღია პირველობაზე თამაშობს. ის ძირითად ბადეში "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით ჩაება და პირველ წრეში მე-3 ნომრად განთესილ თურქ
კაგლა ბიუიუქაგჩაის (69) შეხვდა.
ჩვენებურმა მოწინავე ასეულის ჩოგბურთელი იოლად, 6:1, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ახლა შაფათავას მეტოქე უკრაინელი
კატერინა კოზლოვაა (98).