გიორგი ცივაძე მინსკის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
მინსკში, ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობაში წარმატებით გამოდის თბილისელი გიორგი ცივაძე.

თურქ ანილ იუკსელთან ერთად იგი მე-4 ნომრადაა განთესილი. ქართულ-თურქულმა დუეტმა სტარტზე სძლია ბელორუსებს - მიკალაი ჰალიაკსა და ალიაქსანდრ ჰალინკოს - 6:0, 6:4, შემდეგ უკრაინელები - იური კრივოი და ალექსანდრ ლებედინი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:3. 25 აგვისტოს ნახევარფინალში კი მეორე ნომრად განთესილი მარატ დევიატიაროვი (უკრაინა) და ვლასკო მლადენოვი (ბულგარეთი) დაამარცხა - 6:3, 6:4.

ცივაძე და იუკსელი ფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ბრიტანელებს - სკოთ კლეიტონსა და ჯონი ომარას გაუწევენ
მეტოქეობას. კუნძულელებმა გუშინ რომან ხასანოვსა (ყაზახეთი) და შონიქმაჯონ შოფაიზიევს (უზბეკეთი) აჯობეს - 4:6, 7:5, 10:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული