ქართველი ჩოგბურთელები: თელავის ტურნირს ცივაძე, მეფარიძე და ბაკში შემორჩნენ

AutoSharing Option
თელავში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელსაც სასტარტო ორთაბრძოლების შემდეგ სამი ქართველიღა შემორჩა.

ერთეულებში გიორგი ცივაძემ ბართოშ ვოინარს (პოლონეთი) მოუგო - 6:1, 6:4 და მე-2 წრეში ავსტრალიელ ტომას ფანლეტს შეხვდება. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში ოლეგ პრიხოდკოს (უკრაინა) სძლია - 6:2, 6:3.

დღეს შოთა მეფარიძე უზბეკ შოფაიზიევს დაუპირისპირდება, ალექსანდრე ბაკში კი მე-6 ნომრად განთესილ გაბორ ბორსოშთან (უნგრეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

გუშინ ბაკშისა და მეფარიძის დუეტმა წყვილებში ასპარეზობის მესამე ნომერ პირმინ ჰაელეს (გერმანია) და კაიო სილვას (ბრაზილია) ტანდემს აჯობა
- 3:6, 6:3, 10:7 და მეოთხედფინალში უკრაინელებს - ოლექსანდრ ბიელინსკისა და ოლეგ პრიხოდკოს გაუწევს მეტოქეობას. უკრაინელებმა, თავის მხრივ, ვაჟა შუბლაძე და არიფ გულიევი (აზერბაიჯანი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:1, 7:5.

წყვილებში ჩვენებურთა დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დამთავრდა: გიორგი ჯავახიშვილი, ირაკლი მეტრეველი-გაბრიელ პეტი, ჯორდან უბიერგო (ორივე - საფრანგეთი) - 2:6, 1:6; გიორგი ცივაძე, შონიგნათიონ შოფაიზიევი (უზბეკეთი)-ფრედერიკ პრესი (გერმანია), ბართოშ ვოინარი (პოლონეთი) 4:6, 6:3, 3:10.

* * *
ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანიაში იმყოფება და მიმდინარე კვირას ქალაქ ესენის 10.000-იან ტურნირში ითამაშებს. იგი პირველ ნომრადაა განთესილი და სტარტზე გერმანელ პოლ ვოინერს შეხვდება. ჩვენებური წყვილებში არ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული