როჯერ ფედერერი მტკივნეულად დაეცემა

AutoSharing Option
როგორც იცით, გასულ კვირას, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ტრავმის გამო სეზონის ნაადრევად დასრულების შესახებ გამოაცხადა.

2016 წელს როჯერს არც ერთი ტურნირი არ მოუგია: "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე ორჯერ ნახევარფინალში გავიდა და ითამაშა ბრისბენის ტურნირის ფინალში. სულ მან 21 მატჩი მოიგო და შვიდჯერ დამარცხდა.

მიმდინარე სეზონის ბოლოს, ფედერერს კლასიფიკაციაში 2130 ქულა ექნება და დიდი ალბათობით, შვეიცარიელი მე-13 ადგილზე ქვემოთ აღმოჩნდება, რაც მისთვის ყველაზე ცუდი შედეგი იქნება 2000 წლის შემდეგ.

მაშინ, როჯერმა წელი 29-ე ნომრად დაასრულა, მომდევნო სეზონიდან მოყოლებული კი მე-13 ადგილზე
ქვემოთ აღარ ყოფილა.

ამ მომენტისთვის, "დიდი სლემის" 17-გზის ჩემპიონი მესამეა ATP-ის რეიტინგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული