ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბულის ტურნირის ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (123) კიტცბუელის ტურნირის ფინალში იტალიელ პაულო ლორენცისთან (48) ორ სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა.

დღეს, 23 ივლისს, ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში გამართული ATP-ის 250-იანი ტურნირის გადამწყვეტმა შეხვედრამ საათსა და 23 წუთს გასტანა. 34 წლის იტალიელმა, რომელიც ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი, 6-იდან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავის მოწორდებაზე კი 2 გეიმი დათმო.

24 წლის ბასილაშვილმა, რომელსაც ATP-ის ტურის ფინალი კარიერაში პირველად ითამაშა, 43,4 ათასი ევრო და 150 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. რაც შეეხება გამარჯვებულს, ის 250 ქულას მიიღებს და
რეიტინგში 41-ე პოზიციაზე აინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე ბასილაშვილი რიოში გადაინაცვლებს, სადაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
34 წლის ჩოგბურთელთან წაგება ცოტა არ იყოს დასანანია.
dato
11:31 24-07-2016
0
ბრავო ნიკოლოზ.. დიდი გამარჯვებები წინ გელოდბა! საამაყო ქართველი ხარ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული