სოფიო შაფათავა რომს ვერ ელევა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა წინა კვირას იტალიის დედაქალაქ რომში ქალთა 25.000-იან ტურნირში მონაწილეობდა.

ჩვენებურმა პირველ წრეში ავსტრალიელი ალისონ ბაი დაამარცხა - 6:4, 6:0, მერე მასპინძელი დებორა კიეზა ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ არანჩა რუსს აჯობა - 2:6, 7:6, 6:4, ნახევარფინალში კი თავის მეწყვილე რებეკა სრამკოვასთან (სლოვაკეთი) ვერაფერს გახდა - 3:6, 3:6. სლოვაკმა ჩოგბურთელმა მერე რეკა-ლუკა იანისაც (უნგრეთი) სძლია - 6:1, 6:1 და პირველი ადგილი დაიკავა.

მარცხის მიუხედავად, შაფათავა რომს ვერ ელევა - დღეს იტალიის დედაქალაქში ქალთა ახალი -
50.000-იანი ტურნირი დაიწყება და სოფიოც ამ შეჯიბრებაში მოსინჯავს ძალებს.

* * *
ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია პოლონური ტორუნის 25.000-იან ტურნირში ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული