ანა შანიძემ ბაქოს 10 000-იან ტურნირში 19 წლის უკრაინელს მოუგო და 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
14 წლის ანა შანიძე ბაქოში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. ერთეულებში მე-8 ნომრადაა განთესილი. გუშინ სტარტზე მან 19 წლის უკრაინელი კატერინა კარპიუკი დაამარცხა - 6:3, 6:2.

მერვედფინალში რუს მარია კონონოვასა და მასპინძელ ფიდანა ხალილზადას შორის უძლიერესს შეხვდება.

ანა წყვილებში ავსტრალიელ ალექსანდრა ველტერსთან ერთად რუსების - რალინა კალიმულინას და ანასტასია ნეფიოდოვას დუეტს ვერ გაუმკლავდა - 2:6, 2:6 დამარცხდა.

* * *
იტალიაში გრადოს ქალთა 25.000-იანი ტურნირის ერთეულთა შეჯიბრებას გამოეთიშა სოფიო შაფათავა - გუშინ ჩვენებურს მასპინძელმა კამილა სკალამ სძლია - 6:3, 6:3.

* * *
უზბეკურ ანდიჟანში იმყოფება გიორგი ცივაძე. ვაჟთა ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) სტარტზე მან სერგეი ფომინს (უზბეკეთი) მოუგო - 6:3, 6:1.

მერვედფინალში ინდონეზიელ კრისტოფერ რუნკატისთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა გზიდან რუსი ალექსანდრ ბობორიკინი ჩამოიშორა - 6:2, 5:1 (ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ტრავმის გამო სეტი ვერ დაასრულა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული