მოაშორეთ ეს იდიოტები!

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ავსტრალიის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიტი ჩილერმა ავსტრალიელ ჩოგბურთელებს - ბერნარდ ტომიჩსა და ნიკ კირგიოსს შეახსენა, რომ აუცილებელია მატჩების დროს ზრდილობის ნორმების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ მისცემენ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას.

"ეს არის საშინელი საქციელი, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპებსა და წესებს, რომლითაც ავსტრალიური ოლიმპიური ოჯახი ხელმძღვანელობს. ყურადღებით ვაკვირდებით ყველა სპორტსმენს და რამდენიმე ადამიანი ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის არიან ტომიჩი და კირგიოსი.

საბოლოო გადაწყვეტილებას ავსტრალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს. ეს ორგანიზაცია გაითვალისწინებს ბევრ ფაქტორს, მათ შორის, სპორტსმენთა რეპუტაციას. ასე რომ,
ბერნარდსა და ნიკს უნდა ესმოდეთ, რომ შესაძლოა, ცუდი საქციელის გამო, ოლიმპიადის მიღმა დარჩნენ", - განაცხადა ჩილერმა.

კირგიოსი ცნობილია მსაჯებთან მუდმივი კამათითა და კორტზე ბილწსიტყვაობით, რაც შეეხება ტომიჩს, ის საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა მადრიდის "მასტერსის" პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ფონინისთან მატჩის დროს.

მეტოქის მატჩბოლზე ტომიჩმა უკუღმა დაიჭირა ჩოგანი და ბურთის მიღება ჩოგნის ტარით სცადა.

ამ ეპიზოდის ხილვისას, ამერიკელმა ლეგენდამ ჯონ მაკინროიმ საკუთარ "ტვირეტზე" დაწერა - "მოაშორეთ ეს იდიოტი კორტიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა მაკინროის ამას ათქმევინებ, ე.ი. მართლაც ვერაა მისი ნეიროუჯრედების ქიმიური შედგენილობა შესაფერისი.
ლევანი
11:36 09-05-2016
0

სიახლეები პოპულარული