სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუანჯოუს ტურნირი მოიგო
AutoSharing Option
12:54 21-03-2016
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინურ გუანჯოუში ვაჟთა 50.000-იანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

დღეს გამთენიისას ბასილაშვილმა ტურნირის ფინალში ATP-ის რეიტინგში 97-ე პოზიციაზე მყოფი სლოვაკი სპორტსმენი ლუკას ლასკო ანგარიშით  6:1, 6:7, 7:5 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ქართველ ჩოგბურთელს ერთეულთა რეიტინგში 90 ქულა დაემატება.

ფინალამდე ერთეულებში მე-7 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა სტარტზე სლოვენიელი ბლაზ როლა დაჯაბნა - 5:7, 7:5, 6:4, მერვედფინალში მარკო ჩიუდინელის (შვეიცარია) აჯობა - 7:5, 6:0. მერე უამინდობის გამო ჩოგბურთელები ორი დღე უქმობდნენ. 20 მარტს კი მე-7 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ორი ორთაბრძოლა გამართა: დილით მეოთხედფინალში იტალიელი ტომას ფაბიანოს მძლეველ (6:4, 6:3) ხორვატს - ფრანკო სკუგორს მოუგო - 6:7, 6:4, 6:2, საღამოს კი მე-2 რეიტინგის მქონე დუდი სელა (ისრაელი) ჩამოიშორა გზიდან: პირველი ხელი 6:7 დათმო, მეორეში 6:4 იმარჯვა, მესამეს 2:0-ს იგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.