სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
PORSCHE AG-მა, Nike-მა და Tag Heuer-მა მარია შარაპოვას ზურგი აქციეს
AutoSharing Option
16:25 08-03-2016
მას შემდეგ, რაც ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის შესახებ საქვეყნოდ გამოაცხადა, კომპანიებმა მასთან თანამშრომლობის გაწყვეტის გადაწყვეტილება ერთიმეორის მიყოლებით მიიღეს.

მარიასთან თანამშრომლობა აღარ ისურვა გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა PORSCHE AG-მა.

"სანამ ყველა დეტალს ნათელი არ მოეფინება, მარიასთან ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს გადავდებთ", - აქვეყნებს კონცერნის განცხადებას AP.

მანამდე რუს ჩოგბურთელთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ Nike-მა და Tag Heuer-მა გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობისას გაიარა, დადებითი აღმოჩნდა - ჩოგბურთელს ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოუჩინეს. მარიამ აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც მხოლოდ წლეულს შეიტანეს აკრძალული პრეპარატების სიაში.

ასევე იხილეთ:
ეს ჩემი შეცდომაა - მარია შარაპოვას სენსაციური აღიარება
Zzz
18:01 08-03-2016
არ ინერვიულო მარო, მე არ მიგატოვებ!