"სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ"

AutoSharing Option
საქართველოს ქალ-ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი სოფია შაფათავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გულშემატკივართა კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებმაც "დევისის თასზე" განცდილი მარცხის გამო ჩოგბურთელები გააკრიტიკეს.

"ძალიან მაღიზიანებთ ის ხალხი, ვისაც ჩოგბურთში არაფერი გაგეგებათ და სტატუსებს წერთ, ვინ და როგორ ითამაშა! რატომღაც მე იურიდიული და მეცნიერული გამოხტომებით არ "გამოვდივარ" აქ! ჩემი სფერო არ არის და ჩუმად ვარ!

ხო, არ ითამაშეს "დევისის თასი" გადასარევად, მართალია! მაგრამ თქვენს ლანძღვას გულშემატკივრობა არ ჰქვია!

ფედერაციის თასზე რომ უკეთ ვითამაშეთ, ნაკლებად გვლანძღავდით?!

ქართველი ხალხის ჩვევაა
ეს - სიტყვით გამოსვლა და სხვაზე რაიმე ცუდის თქმა. მოვალთ ჩვენც თქვენთან ოფისში და მერე დავასტატუსებთ, რა ხართ!

არაფრის თქმას არ ვაპირებდი! მაგრამ სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ და თქვენგან მხარდაჭერა კი არა, ცარიელი ნეგატივი მოდის!" - წერს შაფათავა.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ