ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქცაცაბაიამ ანტალიის ტურნირი მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
ორი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდია 10.000 დოლარი.

ეკატერინე გორგოძე მეორე ნომრადაა განთესილი. 10 თებერვალს მან სტარტზე იტალიელი ნატაშა პილუდუ დაამარცხა - 6:2, 7:6. მერვედფინალში ჩვენებურს ბულგარელი პეტია არშინკოვა დაუპირისპირდება. შარშან ანტალიაშივე მათი პირველი შეხვედრა ნახევარფინალში გორგოძის გამარჯვებით დასრულდა - 6:2, 6:3.

სოფიო ქვაცაბაიას განთესვით მე-4 ნომერი აქვს. პირველ წრეში მან იოლად სძლია სეირა შიმიზუს (იაპონია) - 6:0, 6:4. მეორე წრეში ინდოელ კურა შიროფთან გაარკვევს ურთიერთობა.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია რეიტინგფავორიტები არიან. შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.
აქ მათ ჟოზეფინ ბუალე (საფრანგეთი) და იუენუ ლი (ჩინეთი) გაუწევენ მეტოქეობას. ფრანგულ-ჩინურმა დუეტმა გუშინ მასპინძლები - ნურსედა აკოვალიერი და ბორდემ ოზი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული