ეკატერინე გორგოძემ და სოფიო შაფათავამ წყვილებში პოლონური ტურნირი მოიგეს

AutoSharing Option
ფოტოზე: სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე
თბილისელი ჩოგბურთელები - ეკატერინე გორგოძე და სოფიო შაფათავა პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მონაწილეობდნენ.

ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ: გორგოძე ასპარეზობის რეიტინგფავორიტ კრისტინა კუჩოვასთან (სლოვაკეთი) დამარცხდა (კუჩოვამ ტურნირი მოიგო) - 3:6, 1:6, შაფათავამ კი დია ევტიმოვასთან (ბულგარეთი) წააგო - 5:7, 5:7.

სამაგიეროდ, ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილებში იყოჩაღეს: ზედიზედ ჩამოიშორეს გზიდან მარტინა კარეგარო-ჯულია გატო-მონტიკონეს (იტალია, 6:2, 6:4), კრისტინა დინუ (რუმინეთი)-სოფიო ქვაცაბაიას (6:3, 6:4), ვერონიკა დომაგალა (პოლონეთი)-კაროლინა ვლოდარჩაკის (ავსტრალია, 2:6, 6:2, 15:13), მაგდალენა ფრეჩი (პოლონეთი)-კატერინა
ლენჰერტის (ფილიპინები, 6:4, 6:4) წყვილები და პირველი ადგილი დაიკავეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული