ბასილაშვილი VS ბაუტისტა-აგუტი - უიმბლდონზე სენსაცია უნდა გაგრძელდეს!

AutoSharing Option
დღეს, 4 ივლისს, უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდება, რომელიც მე-20 ნომრადაა განთესილი. შეხვედრა თბილისის დროით, სავარაუდოდ, 14:30 სთ-იდან დაიწყება.

წარმატების შემთხევაში ნიკოლოზს 1/8-ფინალში მეტოქედ, სავარაუდოდ, მსოფლიოს მეორე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ეყოლება, რომელიც დღესვე სამუელ გროტთან თამაშობს.

შეგახსენებთ, ტურნირის მეორე წრეში 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ასევე ესპანელს, მე-15 ნომრად განთესილ ფელისიანო ლოპესს ხუთ სეტში აჯობა, რაც დღის მთავარ სენსაციადაც შეფასდა.

მანამდე, ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს მოუგო, ძირითად ბადეში მოხვედრამდე კი მან საკვალიფიკაციო სამი
ეტაპი დაძლია.

ბასილაშვილმა უმბლდონის 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი უკვე გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიკა ყოჩაღ!!! პირველი სეტი ფაქტიურდ შენი იყო , მაგრამ...... ძალიან დიდი შედეგი აჩვენე უიმბლდონზე!!!! არ დაზოგო თავი, დიდი გამარჯვებები გელოდება!!!! P.S. მე ვფიქრობ, რომ ნიკა უბრალოდ გადაიღლა, ექვსი თამაში ჩაატარა დ ხუთში გაიმარჯვა, განსხვავებით ძირითად ბადეში მოთამაშეებსაგან, ბაუტისტასთვს ეს მესამე შეხვედრა იყო!!!!
დათო
16:29 04-07-2015
0
ნიკოლოზ ბოლომდე!!!! გვჯერა შენი!!!!
დათო
12:07 04-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული