ქართული სენსაცია უიმბლდონზე - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფელისიანო ლოპესი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ივლისს, უიმბლდონის ტურნირის მეორე წრის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-15 ნომრად განთესილ ესპანელს, ფელისიანო ლოპესს შეხვდა და სენსაციურად დაამარცხა ერთ-ერთი ფავორიტი ხუთ სეტში - 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4.

პირველ სეტში თანაბარი თამაში იყო, თუმცა ბოლოსკენ ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდება მოიგო, შემდეგ კი სეტიც - 7:5.

მეორე სეტში ლოპესმა ჩვენებურის მოწოდება 4:3-ზე მოიგო და სეტიც მის სასარგებლოდ დასრულდა - 6:3.

მესამე სეტში ისევ ქართველმა იყოჩაღა - 6:3, თუმცა ფელისიანო ლოპესმა ანგარიში სეტებში გაათანაბრა - 2:2.

დაინიშნა გადამწყვეტი სეტი, რომელშიც ისევ
ჩვენებურმა იყოჩაღა და 6:4 მოიგო. თამაში 2 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. იქ ისევ ესპანელს შეხვდება - მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (22).

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიბევა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვამაყობთ შენით!!!!!!
იმერელი
22:42 03-07-2015
0
უდიდესი სიხარულია სრულიად საქართველოსთვის. გილოცავ, ნიკა. მე მას არ ვცნობ, თუმცა ასმაგად გახარებული და ამაყი ვარ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩემი ბიძაშვილის შვილის, მეუღლეა, მათ სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ პატარა ვაჟკაცი. ყველაფერს ერთად გილოცავ და მომავალ წარმატებებს გისურვებ. მადლობა.
ეკა
15:04 03-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული