სერენა უილიამსის ისტორიული მარცხი

AutoSharing Option
გასულ კვირას, ფედერაციის თასის ნახევარფინალების გარდა, მსოფლიო ჯგუფში შესასვლელი პლეი ოფი გაიმართა, სადაც ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა:

იტალია-აშშ 3:2
ჰოლანდია-ავსტრალია 4:1
პოლონეთი-შვეიცარია 2:3
კანადა-რუმინეთი 2:3

გთავაზობთ ამ მატჩების სტატისტიკურ მიმოხილვას:

1 - სერენა უილიამსმა პირველად წააგო ფედერაციის თასზე. აქამდე ამერიკელს წყვილების მატჩშიც არ ჰქონდა წაგებული. გასულ უქმეებზე უილიამსმა და რისკემ წააგეს პენეტასთან და ერანისთან.

2 - მარტინა ჰინგისმა ერთეულების ორივე მატჩი წააგო დებ რადვანსკებთან. მიუხედავად ამისა, შვეიცარიამ მაინც შეძლო მსოფლიოს ჯგუფში გადასვლა. წყვილთა დრამატულ გადამწყვეტ მატჩში ტიმეა ბაშჩინსკიმ და ვიქტორია გოლუბიჩმა მესამე სეტში 9:7 მოუგეს
რადვანსკასა და როსოლსკას.

2 - სერენა უილიამსის ორმა მოგებამ ვერ გადაარჩინა აშშ იტალიასთან მარცხს. იტალიას მსოფლიოს ჯგუფში ადგილი სარა ერანიმ და ფლავია პენეტამ შეუნარჩუნეს.

3 - ვიქტორია აზარენკამ, პრაქტიკულად, მარტომ შეიყვანა ბელორუსის ნაკრები მსოფლიოს ჯგუფში. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ბრწყინვალე სტილში მოიგო ერთეულთა მატჩები იაპონელების - მისაკი დოისა და კურუმი ნარას წინააღმდეგ, შემდეგ კი ოლგა გოვორცოვასთან ერთად მოიგო წყვილებს შორის გადამწყვეტი შეხვედრა.

4 - ჩეხეთი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეოთხედ გავიდა ფედერაციის თასის ფინალში. ჩეხებს ეს ტურნირი რვაჯერ აქვთ მოგებული. მათზე წინ მხოლოდ აშშ-ის ნაკრებია.

23 - რუმინეთის ნაკრები ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად გავიდა მსოფლიო ჯგუფში. საგულისხმოა, რომ რუმინელებმა კანადაში სიმონა ჰალეპის გარეშე გაიმარჯვეს. ამასთან, მასპინძელთა ლიდერმა ეჟენი ბუშარმა ორივე ერთეულთა მატჩი წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული