მაიამის "მასტერსი": ვაჟებში სენსაციები არ არის

AutoSharing Option
როგორც ეს ბოლო დიდ ტურნირებზე ხდება, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებში საწყის ეტაპებზე მოულოდნელი შედეგები ნაკლებად ფიქსირდება.

თუმცა მოულოდნელი იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მარცხი მეორე სეტში სლოვაკ მარტინ კლიჟანთან შეხვედრაში. ამის წარმოდგენა რთული იყო მას შემდეგ, რაც სერბმა პირველი სეტი 22 წუთში "მშრალი" ანგარიშით მოიგო. მეორე პარტიაში სლოვაკი დაბრუნდა თამაშში, თუმცა 5:3-ზე ჯოკოვიჩმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო და სწორედ აქ მოხდა გაუგებარი რამ - კლიჟანმა ზედიზედ 4(!) გეიმი აიღო და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა მესამე სეტში ყველაფერი თავის ადგილას
დადგა. ნოვაკმა პარტია ზედიზედ რვა ქულის აღებით დაიწყო, 2:0 დაწინაურდა და იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:0, 5:7, 6:1. ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ბელგიელი სტივ დარცისი იქნება, რომელმაც განთესილი ჟილ მიულერი გამოთიშა ბრძოლას.

* * *
დამაჯერებელი თამაში აჩვენა ენდი მარეიმ, რომელმაც 82 წუთში 6:4, 6:2 დაამარცხა ამერიკელი დონალდ იანგი. მაიამის ორგზის ჩემპიონმა საკუთარ მოწოდებაზე ქულების 75 პროცენტი აიღო და ოთხი ბრეიკი შეასრულა. ამ ჩოგბურთელებს შორის ანგარიში 5:1 გახდა ბრიტანელის სასარგებლოდ.

ახლა მარეის ორი მოგება სჭირდება პროფესიულ ტურში 500 გამარჯვებამდე, რითაც მეცხრე მოქმედი ჩოგბურთელი გახდება, ვინც ამ ზღვარს მიაღწევს.

* * *
მაიამის "მასტერსის" წინ რაფაელ ნადალი თავის გულშემატკივრებს აფრთხილებდა, რომ საკუთარი მომზადების დონით არ იყო კმაყოფილი, თუმცა ესპანელს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა. მან 89 წუთში მოუგო თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს - 6:4, 6:2 და გაზარდა მასთან უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში - 11:1.

ნადალს მთელი შეხვედრის განმავლობაში სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია - სამივე მაშინ, როცა პირველ პარტიაში 5:4-ზე აწვდიდა. სხვა მხრივ, მსოფლიოს მეორე ჩოგანს პრობლემები არ ჰქონია.

რაფას შემდეგი მეტოქეც ესპანელი ეყოლება - ფერნანდო ვერდასკო. შეგახსენებთ, რომ ნადალს ოთხჯერ უთამაშია მაიამის ფინალში, მაგრამ ტიტული არასოდეს მოუპოვებია.

* * *
პროფესიულ ტურში ახალი აზიელი ჩოგბურთელი გამოჩნდა. ეს არის 18 წლის კორეელი ჰიეონ ჩუნგი, რომელმაც პირველ წრეში ესპანელი მარსელ გრანოლერსის დამარცხებით ATP-ის დონეზე პირველი გამარჯვება გაიფორმა. ამის შემდეგ კორეელისთვის მაღალი დონე აღმოჩნდა ტომაშ ბერდიხი, თუმცა უშანსოდ მერვე ნომერთან არ ყოფილა. ჩუნგმა ორ სეტში შვიდი გეიმი აიღო, აგრეთვე, მეორე სეტში 4:2 იყო დაწინაურებული, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო - 2:6, 4:6.

ბერდიხს მესამე წრეში სერიოზული მეტოქე ეყოლება ბერნარდ ტომიჩის სახით, თუმცა ჩეხს სამიდან სამი მატჩი აქვს მოგებული ავსტრალიელისთვის.

კაცები
II წრე
რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 6:4, 6:2; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-დონალდ იანგი (აშშ) 6:4, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8)-ჰიეონ ჩუნი (კორ) 6:3, 6:4; სტენ ვავრინკა (შვეიც, 7)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:7(9), 7:5, 6:2; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15)-სემ კუერი (აშშ) 6:7(5), 7:6(3), 6:4; დომინიკ ტიმი (ავსტრია)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 10) 7:6(4), 4:6, 6:3; სანტიაგო ხირალდო (კოლ, 27)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:2, 3:6, 6:0; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 25)-ოსტინ კრაიჩეკი (აშშ) 7:6(6), 7:5; ლეონარდო მაიერი (არგ, 24)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 7:6(5); გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 23)-იან ლენარდ შტრუფი (გერ) 6:4, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 11)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:4, 3:6, 6:3; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 9)-ვაშეკ პოსპიშილი (კან) 6:2, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 6:0, 5:7, 6:1; კეი ნიშიკორი (იაპ, 4)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:2, 6:1; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-პაბლო კუევასი (ურუ, 19) 2:6, 6:2, 7:5; ჯონ ისნერი (აშშ, 22)-ანდრეი რუბლიოვი (რუს) 6:3, 6:4; მილოშ რაონიჩი (კან, 5)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:1, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ტომი რობრედო (ესპ, 16) 6:7(1), 6:3, 7:5; ჯეკ სოკი (აშშ)-ფაბიო ფონინი (იტა, 21) 7:6(4), 6:1; დავიდ ფერერი (ესპ, 6)-ფედერიკო დელ ბონისი (არგ) 6:1, 6:1; ჟილ სიმონი (საფ, 12)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 6:7(5), 6:0; ჟერემი შარდი (საფ, 31)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:4, 6:1; დავიდ გოფენი (ბელ, 18)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 6:0, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 17)-ფილიპ კრაინოვიჩი (სერ) 3:6, 6:2, 7:6(4); ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 29)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 4:6, 6:2, 6:1; ალეხანდრო ფალა (კოლ)-ივო კარლოვიჩი (ხორ, 20) 6:4, 6:2; სტივ დარცისი (ბელ)-ჟილ მიულერი (ლუქ, 30) 6:4, 6:7(2), 6:3; ლუკაშ როსოლი (ჩეხ, 26)-ალექსანდრ ზვერევი (გერ) 7:6(0), 6:3; ადრიან მანარინო (საფ, 28)-ალბერტ რამოს-ვინოლასი (ესპ) 6:4, 3:6, 6:2; ხუან მონაკო (არგ)-ერნესტ გულბისი (ლატ, 14) 6:2, 6:4; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 32)-სიმონე ბოლელი (იტა) 7:5, 3:6, 6:4; იერჟი იანოვიჩი (პოლ)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13) 6:4, 1:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული