ნოვაკ ჯოკოვიჩი: რაფა და როჯერი ჩემზე პოპულარულები არიან

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ არ მიაჩნია საკუთარი თავი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჩოგბურთელად.

"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს კლასიფიკაციაში პირველი ადგილი მიკავია, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი არიან მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჩოგბურთელები. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს არ მომწონს. ეს ფაქტორი დამეხმარება გაზრდასა და განვითარებაში რამდენიმე მიმართულებით".

მე არ მიყვარს ტყუილი და პირფერობა. ვცდილობ, პატიოსანი ვიყო ყველაფერში. თუ მსურს ჩოგნის დამტვრევა, ვაკეთებ ამას. ვიცი, რომ ეს საუკეთესო სანახაობა არ არის, მაგრამ მწვრთნელებიც ასევე ამბობენ, რომ
თუ საჭიროა რამის გაკეთება, თავი კარგად იგრძნო, ღირს ამის გაკეთება, რადგან გაბრაზების შეკავება მავნებელია", - მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები RTS-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული