ფოტო-NEWS: აქცია ავსტრალიურ კორტზე

AutoSharing Option
როგორც მიმოხილვაში ვწერდით, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარეის ფინალი მეორე სეტის დროს რამდენიმე წუთით შეწყდა, რისი მიზეზიც კორტზე მოულოდნელად შეჭრილი ორი გულშემატკივარი იყო. მათ ჯერ ტრიბუნებზე გამოფინეს ბანერი წარწერით - Australia Open for refugees ("ავსტრალია ღიაა დევნილებისთვის"), შემდეგ მაისურებზე ანალოგიური წარწერით მოედანზე გასვლა მოახერხეს.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები სასწრაფოდ მოაშორეს კორტს.

ავსტრალიაში დეკემბერში მიიღეს შესწორება საიმიგრაციო კანონში, რომელიც ლტოლვილებს სამი წლით აძლევდა დროებით სტატუსს, მაგრამ ახლა მათ აღარ აქვთ უფლება, ავსტრალიას საკუთარი სახლი უწოდონ. ასევე, იანვარში ავსტრალიაში გაიმართა მიგრანტების
საპროტესტო აქცია. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევენ საცხოვრებელ ადგილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული