ნოვაკ ჯოკოვიჩი: 2006 წელს 100 ათას დოლარს მთავაზობდნენ წაგების სანაცვლოდ

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაადასტურა, რომ ჩოგბურთში არსებობს ჩაწყობილი თამაშები.

როგორც გაზეთი USA Today წერს, 2006 წელს სერბ ჩოგბურთელს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობის სანაცვლოდ.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, ნოვაკმა წინადადება შუამავლის მეშვეობით მიიღო. მსგავს შემთხვევებში ჩოგბურთელები ვალდებულნი არიან, მიმართონ სპეციალურ ორგანიზაციას - Tennis Integrity Unit-ს (TIU), რომელიც დაკავებულია მოსყიდვის მცდელობებისა და ჩაწყობილი თამაშების ორგანიზების ფაქტების გამოძიებით.

თავად ჯოკოვიჩმა USA Today-სთან საუბარში ირიბად დაადასტურა, რომ ჩოგბურთში შესაძლებელია ჩაწყობილი თამაშები. "ვფიქრობ, რომ ეს არალეგალურია და ძალიან აზიანებს სპორტის ჩვენი
სახეობის რეპუტაციას. ასეთი ფაქტები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ რეალურად საქმე სხვანაირადაა", - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული