ტონი ნადალი: როჯერის გასწრება შესაძლებელია

AutoSharing Option
ესპანელი რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა განაცხადა, რომ მის შეგირდს შეუძლია დაამხოს შვეიცარიელი როჯერ ფედერერის რეკორდი "დიდ სლემზე" მოპოვებული ტიტულების რაოდენობით.

ამ მომენტისთვის ფედერერის ანგარიშზე 17 გამარჯვებაა, ნადალს კი "დიდი სლემის" 14 ტიტული აქვს მოგებული.

"უფრო მნიშვნელოვანია იყო ბედნიერი, ვიდრე რეკორდებზე ინადირო, მაგრამ თუ რაფა მოახერხებს ტრავმების თავიდან აცილებას, არ გამიკვირდება, რომ მან როჯერის რეკორდი დაამხოს. არ მგონია, 17 "სლემზე" მეტის მოგება არარეალური იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება.

თუ რაფა მეათედ მოიგებს როლან გაროსს, პირადად
ჩემთვის ეს დაუჯერებელი მიღწევა იქნება. როცა ბიორნ ბორგმა მეექვსედ მოიგო ეს ტურნირი, გავიფიქრე, რომ ამ შედეგს ვერავინ გააუმჯობესებდა, მაგრამ ახლა რაფას გაცილებით მეტი მოგება აქვს. როლან გაროსზე გამარჯვება განსაკუთრებულია, რადგან ჩოგბურთი - მხოლოდ ბურთზე დარტყმები არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგრადობა და გარკვეულ გარემოებებში ტაქტიკის შეცვლის უნარი. ტაქტიკა - გადამწყვეტი მომენტია როლან გაროსზე", - განაცხადა "ეკიპთან" კომენტარში ტონი ნადალმა.

ამასობაში, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა 2015 წლის სეზონისთვის მზადების შესახებ.

"ამჟამად ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ვცდილობ, შევინარჩუნო პოზიტიური განწყობა. ვფიქრობ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თამაშის მაღალ დონეს მივაღწიე. გამიმართლა, რომ გასულ კვირას პაბლო კარენო-ბუსტასთან ერთად ვვარჯიშობდი, დღეს კი მაქვს შესაძლებლობა, რიშარ გასკესთან ერთად გავაგრძელო მზადება. ასეთი მაღალი დონის მოთამაშეებთან ერთად ვარჯიში გეხმარება ფორმის სწრაფად აღდგენაში.

პროგრესი თანდათანობითი იქნება, რადგან გამოსვლებში ასეთი ხანგრძლივი შესვენება აუცილებლად აისახება ხოლმე თამაშზე. რა თქმა უნდა, თავიდან მცირე ტკივილს გრძნობ, მაგრამ ახლა მოხარული ვარ, რომ შემიძლია მთელი ძალით ვარჯიში. იმედია, მზად ვიქნები აბუ დაბის ტურნირისთვის. შევეცდები, ყოველდღე გავაუმჯობესო თამაში და ავსტრალიის ღია პირველობას კარგ ფორმაში შევხვდე", - მოჰყავს რაფა ნადალის სიტყვები გაზეთ AS-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული