დევისის თასის ფინალი და საქმის გარჩევა ტუალეტში!

AutoSharing Option
ფრანგული გამოცემა "ეკიპი" იტყობინება დევისის თასის ფინალის შემდეგ კონფლიქტზე, რომელიც სტენ ვავრინკასა და საფრანგეთის ნაკრების წევრებს შორის მოხდა.

გაზეთის ცნობით, ფრანგმა ჩოგბურთელებმა ოფიციალური ვახშმის დროს საქმის გასარჩევად საპირფარეშოში გაიყვანეს შვეიცარიის ნაკრების მეორე ნომერი.

ფრანგები უკმაყოფილონი იყვნენ ფინალის უქმეების დროს ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონის გამონათქვამებით: თითქოს ვავრინკამ არაკორექტულად მოიხსენია ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელიც ფინალის პირველ დღეს დაამარცხა. აგრეთვე, განაცხადა, რომ თამაშის ნაცვლად ფრანგები ბევრს ლაპარაკობდნენ, იმ დროს, როცა შვეიცარიელები საქმეს აკეთებდნენ.

ინციდენტი მაშინ ამოიწურა, როცა საქმეში გაელ მონფილსი ჩაერია. ვავრინკამ ბოდიში მოიხადა,
მაგრამ მოგვიანებით, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა არნო კლემანმა თავის სიტყვაში როჯერ ფედერერს მადლობა გადაუხადა კორტზე და პრესაში ღირსეული მოქცევისთვის, მაგრამ მსგავსი რამ ვავრინკაზე არ უთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული