არნო კლემანმა ჩოგბურთი დაამთავრა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა მეათე ჩოგანმა, ფრანგმა არნო კლემანმა ოფიციალურად გამოაცხადა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი "ეკიპი". ფრანგმა ორი დღის წინ თანამემამულე კენი დე შეპერთან წააგო უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი წრე და ამის შემდეგ სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

"ჩემს ხანგრძლივ კარიერაში ბოლო მატჩი ჩავატარე. მინდა განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება იქამდე მივიღე, სანამ უიმბლდონზე ჩამოვიდოდი. დარწმუნებული ვარ ჩემი არჩევანის მართებულობაში. შესანიშნავი წლები გავიარე და არაფერს ვნანობ", - თქვა კლემანმა.

არნომ პროფესიული კარიერა 1996 წელს დაიწყო. პროფესიულ ტურში მან ოთხი ტურნირის
მოგება შეძლო ერთეულთა თანრიგში. "დიდი სლემის" ჩემპიონატებში მისი საუკეთესო შედეგი იყო 2001 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გასვლა. დანარჩენ სამ ტურნირში კლემანს მეოთხედფინალზე შორს არ გაუღწევია.

წყვილთა თანრიგში კლემანს 12 ტიტული დაუგროვდა. მათ შორის არის გამარჯვება უიმბლდონზე, სადაც მისი პარტნიორი იყო მიკაელ ლოდრა. ამავე დუეტმა ერთხელ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული