უიმბლდონზე კრიმინალმა იმატა

AutoSharing Option
იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც უიმბლდონის ტურნირი მიმდინარეობდა, ლონდონის პოლიციამ ერთბაშად ცხრა ადამიანი დააპატიმრა, რაც "დიდი სლემის" რიგით მესამე ჩემპიონატის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ეს ინფორმაცია Tennis World USA-ის ეკუთვნის.

დაპატიმრებების რამდენიმე მიზეზი არსებობდა: ფულის გათეთრება, რასიზმი, ქურდობა, არენაზე ნარკოტიკების შეტანა...

"ჩვენ ვითვალისწინებდით საფრთხის დონეს და ტერორისტების საშინელ შეტევებს, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა, - განაცხადა უიმბლდონის დირექტორმა რიჩარდ ლუისმა. - შედეგად, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დამატებითი ძალები მივიღეთ და მკაცრი ზომებიც გავატარეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული