როჯერ ფედერერმა ჩოგბურთის უდიადესი დაასახელა

AutoSharing Option
შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი დაასახელა. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა უიმბლდონისგან მოლოდინსა და თავის უახლოეს გეგმებზე და ეს აღიარებაც სწორედ ამ დროს გააკეთა.

"რაფაელმა შესანიშნავად დაიწყო სეზონი, ენდი - მოქმედი ჩემპიონია და მჯერა, რომ ის კარგად ითამაშებს, ისევე, როგორც ნოვაკი. ჩვენ შთამბეჭდავი უიმბლდონი გველოდება".

ფედერერმა ილაპარაკა საგამოფენო ტურნირზე - Laver Cup-ზე, რომელიც სექტემბერში პრაღაში გაიმართება. იქ გათამაშდება ერთ-ერთი თასი, რომელიც თვით ლეივერმა მოიგო. როჯერი ტურნირის ერთ-ერთ სპონსორად გვევლინება.

"Laver Cup-ზე გამოსვლა - განსაკუთრებული მოვლენაა. როცა იგივე
ტიტულს მოიგებ, რომელიც დიად როდ ლეივერს აქვს მოგებული - ეს მართლაც შთამბეჭდავია. იგივე გამოცდილებას, იგივე დიდებას იზიარებ. ჩემთვის ლეივერი - ყველა დროის უდიადესი ჩოგბურთელია", - განაცხადა როჯერმა Tennis World USA-სთან კომენტარში.

ლეივერი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული კალენდარული "დიდი სლემი" (1962, 1969). მაისში ავსტრალიელმა განაცხადა, რომ არც ერთი ჩოგბურთელი არ შეიძლება დასახელდეს უდიადესად ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული