ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა და კალაშნიკოვა ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
პოლონურ ტორუნოში, ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობაში მეოთხე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ და ყირგიზმა ქსენია პალკინამ გუშინ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს - ელინა ნეპლისა და ალექსანდრა პოსპელოვას (ორივე-რუსეთი) სძლიეს - 7:5, 6:3 და ნახევარფინალში გავიდნენ.

ქართულ-ყირგიზული ტანდემი რეიტინგფავორიტ ვერა ლარკო (ბელორუსი), ანა მორგინას (რუსეთი) და პაულინა ჩარნიკი, დარია კუჩერის (ორივე-პოლონეთი) დუეტებს შორის გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ქალთა 100.000-იან საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს, წყვილებში თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ამერიკელმა მარია სანჩესმა ჩინელი ქსინუან ჰანი და რუსი
ევგენია როდინა დაამარცხეს - 6:4, 3:6, 10:4.

ნახევარფინალში მათი მეტოქე დღეს ვიქტორია გოლუბიჩი (შვეიცარია)-ლუდმილა კიჩენოკისა (უკრაინა) და მე-2 ნომრად განთესილი რუმინელების - ირინა-კამელია ბეგუ-რალუკა ოლარუს დუეტებს შორის პაექრობაში გაირკვევა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული