მსოფლიოს 50-ე ჩოგანი კოკაინზე ჩავარდა

AutoSharing Option
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 50-ე ჩოგანმა დანიელ ევანსმა ანტისადოპინგო წესები დაარღვია. მან ჩააგდო ბარსელონას ტურნირისას აღებული დოპინგ-ტესტი. ჩოგბურთელის ორგანიზმში კოკაინი აღმოაჩინეს.

"შეცდომა დავუშვი და პასუხი უნდა ვაგო. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კოკაინს ვიღები მომენტებში, რომელიც არ იყო დაკავშირებული ჩოგბურთთან. ყველა დავაღალატე - ოჯახი, მწვრთნელი, გუნდი, სპონსორი, ბრიტანული ჩოგბურთი, გულშემატკივრები. ისღა დამრჩენია, პატიება ვითხოვო", - განაცხადა ევანსმა, რომელმაც წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მერვედფინალამდე მიღწია.

* * *
კიდევ ექვსი შემთხვევა ყოფილა ჩოგბურთის ისტორიაში, როცა მოთამაშე ნარკოტიკების მიღებაში გამოუჭერიათ:

შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა 2007
წელს, კარიერის დასრულებიდან ორი კვირის თავზე, სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო და აღიარა, რომ მისმა დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა კოკაინზე.

ამერიკელმა ანდრე აგასიმ კარიერის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ აღიარა ნარკოტიკების გამოყენება - მან ეს საკუთარი ავტობიოგრაფიის მეშვეობით გააკეთა.

ამერიკელი ჯენიფერ კაპრიატი ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში დააპატიმრეს მარიხუანას შენახვისთვის, მოგვიანებით გადავიდა კოკაინზე და ექსტაზიზე, კარიერს დასრულების შემდეგ ზედმეტი დოზით კლინიკაშიც კი მოხვდა.

ფრანგი რიშარ გასკე კოკაინის მიღებაზე 2009 წელს ჩავარდა. ჩოგბურთელმა თავი შემდეგნაირად იმართლა: ნარკოტიკი ჩემს ორგანიზმში ღამის კლუბში შეყვარებულის კოცნის შემდეგ მოხვდაო.

ლეგენდარული შვედის ბიორნ ბორგის მარიხუანათი გატაცების შესახებ მისმა ყოფილმა მენეჯერმა ლარს სკარკემ მოყვა საკუთარ წიგნში. თითქოს ბორგი განუცხადებია, რომ 70-80-იან წლებში ნარკოტიკებს თითქმის ყველა იღებდა.

შვედი მატს ვილანდერი კოკაინზე კარიერის მიწურულს ჩავარდა, დისკვალიფიკაცია კი უკვე პროფესიონალებიდან წასვლის შემდეგ მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული