რაფა ნადალი ბალახის სეზონს ვერ იწყებს

AutoSharing Option
როლან გაროსის ახალმა ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ გამოტოვებს ლონდონის ტურნირს, რომელიც 19 ივნისს დაიწყება. ესპანელმა ეს გადაწყვეტილება ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო - სწორედ მედიკოსებმა ურჩიეს რაფას დასვენება დაძაბული გრუნტის სეზონის შემდეგ.

"ვწუხვარ, რომ ვერ შევძლებ ამ ტურნირში მონაწილეობის მიღებას. ყოველთვის მიყვარდა აქ გამოსვლა, 2008 წელს გამარჯვებაც შევძელი. ყოველთვის, როცა უიმბლდონის ფინალამდე მივდიოდი, ეს ლონდონის ტურნირის შემდეგ ხდებოდა.

იმედი მქონდა, რომ მოვასწრებდი აღდგენას. მაგრამ, როცა 31 წლის ხარ და ამხელა ემოციებს იღებ როლან გაროსზე, აგრეთვე გაქვს ექიმის რეკომენდაციები, გადავწყვიტე გამოვტოვო
ეს ტურნირი, რათა უიმბლდონზე გამოსვლა შევძლო", - თქვა ნადალმა.

წელს, ლონდონის ტურნირზე ითამაშებენ როლან გაროსის ფინალისტი სტენ ვავრინკა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი.

სხვათა შორის, ნადალი წელს მაინც მოხვდება ლონდონში, რადგან პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. როლან გაროსის მოგების შემდეგ, "დიდი სლემის" ტურნირების 15-გზის ჩემპიონს "ჩემპიონთა რბოლაში" 6915 ქულა დააგროვა და არც ერთ შემთხვევაში არ გამოვარდება TOP8-დან.

წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი ლონდონში 12-19 ნოემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული