ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
25 მაისს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში არგენტინელ ჩოგან ნიკოლას კიკერს შეხვდა, რომელიც მსოფლიოს 94-ე ჩოგანია და ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:1 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიოს 71-ე ჩოგანია, ნახევარფინალში კარენ ხაჩანოვისა (54) და ჯო უილფრიდ ცონგას (13) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილმა გამოცდილი იტალიელი ანდრეას სეპი ორ სეტში დამაჯერებლად დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სადმე ხომ არ არის რეპორტაჟი?
სოსო
15:27 26-05-2017
0
მიდი ნიკა!!! ცონგა თუ კარენაც უნდა გაიარო!!! გამარჯვებები და წარმატებებიიი!!!
მამ
11:25 26-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული