ნოვაკ ჯოკოვიჩს აგასი ჩაიბარებს?

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ანდრე აგასი, შესაძლოა, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ახალი მწვრთნელი გახდეს.

ნოვაკს სერიოზული კრიზისი აქვს კარიერაში - მან წელს მხოლოდ ერთი ტურნირი მოიგო, დაკარგა ლიდერობა რეიტინგში, ATP-ის "საჩემპიონო რბოლაში" კი მხოლოდ მე-20 ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, ჯოკოვიჩმა ოფიციალურად გამოაცხადა ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ მწვრთნელ მარიან ვაიდასთან, ფიტნეს-მწვრთნელ გებჰარდ ფილ-გრიტშთან და ფიზიოთერაპევტ მილიან ამანოვიჩთან. ასეთი გადაწყვეტილება მან ბოლოდროინდელი შედეგების გამო მიიღო. უფრო ადრე, ჯოკოვიჩმა თავისი გუნდის კიდევ ერთი წევრი - ბორის ბეკერი დაითხოვა, რომელთანაც 2013-16 წლებში თანამშრომლობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული