სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
მონაკოს მასტერსი: ორი სენსაცია და გაკვეთილი ნადალისგან
AutoSharing Option
23:11 20-04-2017
მონაკოს "მასტერსზე" გუშინ, სენსაციური მერვედფინალები იყო. მსოფლიოს პირველმა და მესამე ჩოგნებმა - ენდი მარეიმ და სტენ ვავრინკამ დაასრულეს ბრძოლა.

მარეის ორსაათნახევრიანი მარათონი ჰქონდა ესპანელ ალბერტ რამოსთან. ორივე ჩოგბურთელი ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე - ჯამში მოთამაშეებს 26 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, აქედან 12 მარეის იყო, 14 - რამოსის. ესპანელმა ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა, თუმცა, უფრო ახლოს მოგებასთან ბრიტანელი იყო. ენდის მესამე სეტში 4:0 მიჰყავდა ანგარიში, რის შემდეგაც, საერთოდ მოიშალა მისი თამაში მოწოდებაზე. მატჩის ბოლომდე რამოსმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, სამი ბრეიკი შეასრულა და "მასტერსი" რეიტინგის ლიდერის გარეშე დატოვა - 2:6, 6:2, 7:5.

რაც შეეხება ვავრინკას, ის უშანსოდ იყო ურუგვაელი პაბლო კუევასის წინააღმდეგ. სამხრეთამრიკელი ორივე სეტს ბრეიკით იწებდა, ორივე 6:3 მოიგო და ორივეს ერთი დრო - 39 წუთი მოანდომა. კუევასმა ცხრა ბრეიკ-პოინტი მიიღო და ორი გამოიყენა. შვეიცარიელს კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ ჰქონია.

* * *
სამაგიეროდ, მონაკოს "მასტერსის" მთავარ ფავორიტსა და მოქმედ ჩემპიონს რაფაელ ნადალს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ის მამაკაცთა ტურის ამომავალ ვარსკვლავს ალექსანდრ ზვერევს ხვდებოდა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა გერმანელს. ესპანელმა 12 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა, ზვერევს კი მეტოქის მოწოდების აღების ერთი შანსიც არ ჰქონია.

დიდი ბრძოლა გადახდა თავს ნოვაკ ჯოკოვიჩს. მან ორსაათნახევარი დაჰყო კორტზე ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტას წინააღმდეგ და ბოლოს გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა. არადა, სერბისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა - პირველი სეტი ორმაგი ბრეიკით მოიგო, მეორეში კი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ უცებ, მისი თამაში მოიშალა, რასაც ესპანელის ზედიზედ სამი ბრეიკი მოჰყვა.

საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელშიც მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს. შეხვედრის კულმინაცია გახდა მეცხრე გეიმი, როცა 4:4-ზე კარენო-ბუსტამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ გეიმში კი წააგო საკუთარი მოწოდება და მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი გაუშვა.

1/8 ფინალი
ბერდიხი (ჩეხ)-ჩილიჩი (ხორ) 2:6, 6:7(0)
მარეი (ბრიტ)-რამოსი (ესპ) 6:2, 2:6, 5:7
პუიე (საფ)-მანარინო (საფ) 3:0 უარი
ვავრინკა (შვეიც)-კუევასი (ურუ) 4:6, 4:6
ტიმი (ავსტრი)-გოფენი (ბელ) 6:7(4), 6:4, 3:6
ა. ზვერევი (გერ)-ნადალი (ესპ) 1:6, 1:6
შტრუფი (გერ)-შვარცმანი (არგ) 3:6, 0:6
კარენო ბუსტა (ესპ)-ჯოკოვიჩი (სერ) 2:6, 6:4, 4:6

1/4 ფინალი
რამოსი (15)-ჩილიჩი (5)
კუევასი (16)-პუიე (11)
შვარცმანი-ნადალი (4)
გოფენი (10)-ჯოკოვიჩი2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.