სერენა უილიამსი ფეხმძიმედ ყოფილა

AutoSharing Option
ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ გამოაცხადა. ეს ინფორმაცია გაავრცელა Sports Illustrated-მა სპორტსმენის Snapchat-ზე დაყრდნობით.

35 წლის უილიამსმა Snapchat-ში თავის გვერდზე დადო ფოტო წარწერით - "20 კვირა". ჩოგბურთელს აშკარად ეტყობა გამობერილი მუცელი.

2016 წლის დეკემბერში, სერენამ გამოაცხადა ნიშნობის შესახებ ამერიკელ ინტერნეტ-მეწარმესთან ალექსის ოგანიანთან. ჩოგბურთელის საქმრო Reddit-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

სერენა უილიამსი ბოლოს კორტზე იანვარში ვიხილეთ, როცა მან ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო და "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესე იგი მაინც მდედრი ყოფილა
Zorbegi
09:32 20-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული