მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას შარმ ელ შეიხის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში.

ერთეულთა შეჯიბრების მერვედფინალში ჩვენებურმა მეილინ ვანი (ჩინეთი) დაამარცხა - 6:7, 6:0, 6:3 და მეოთხედფინალში გერმანელ რებეკა სეკულიჩს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ორ სეტში არლინდა რუშუტი (შვეიცარია) ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:2.

დანარჩენები მეოთხედფინალში ასე დაწყვილდნენ: მაილენ ნუუდი (ესტონეთი)-ლაურა ანდრეი (რუმინეთი), ანა ვესელინოვიჩი (მონტენეგრო)-სანდრა სამირი (ეგვიპტე), მელანი კლაფნერი (ავსტრია)-მალალი კემპენი (ბელგია).

ბოლქვაძე წყვილებში ტაივანელ ჩინ-ვენ ჰსუსთან ერთად მესამე ნომრადაა განთესილი. მეოთხედფინალში ქართულ-ტაივანურმა დუეტმა იოლად სძლია ჩანდრა რანას (ინდოეთი) და
კირსტენ ანდრეა ვეედონს (ეგვიპტე) - 6:1, 6:1 და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ანა ვესელინოვიჩსა (მონტენეგრო) და ქსიაოდი იუს (ჩინეთი) გაუწევენ მეტოქეობას. ამ ტანდემმა ოლა ზეკრუს და მაი ელ კამაშს (ორივე - ეგვიპტე) მოუგო - 6:3, 7:6.

მეორე ნახევარფინალში ლაურა-იონა ანდრეი (რუმინეთი), მელანი კლაფნერი (ავსტრია) და კირა შროფი, ტატაჩარ ვენუგოპალი (ორივე - იდოეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული