დევისის თასი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა საქართველო ლიტვასთან ანგარიშში დააწინაურა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფში, ლიტვასთან დაპირისპირება მოგებით დაიწყო.

"მზიურის" კორტებზე გამართულ პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტადას ბაბელისი იოლად, სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:2, 6:0.

დღესვე ერთეულთა მეორე შეხვედრაში გიორგი ცივაძე და ლაურინას გრიგელისი ითამაშებენ.

საქართველო-ლიტვას შორის მატჩები 7-9 აპრილს ჩატარდება. გამარჯვებული პირველი ზონის საგზურისთვის პლეი ოფში თურქეთ-შვედეთს შორის უძლიერესს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული