მარია შარაპოვას ტრავმა ჰქონია

AutoSharing Option
რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ, რომელიც აპრილის ბოლოს, დისკვალიფიკაციის შემდეგ კორტზე დაბრუნებისთვის ემზადება, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი, რომელიც ლოს ანჯელესში ვარჯიშის შემდეგ შინ დაბრუნდა, მარცხენა კოჭზე ყინულის პაკეტით შეამჩნიეს. დაზიანების ხარისხის შესახებ არაფერს იტყობინებიან.

შეგახსენებთ, შარაპოვას დისკვალიფიკაციის ვადა 26 აპრილს იწურება. სწორედ ამ დღეს უნდა ჩაატაროს მარიამ პირველი წრის მატჩი შტუტგარტის ტურნირზე.

რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდნენ, რომ 29 წლის შარაპოვას სპეციალური მიწვევა მისცეს რომის ტურნირის (15-21 მაისი) ორგანიზატორებმა. "დიდი
სლემის" რიგით მეორე ტურნირის - როლან გაროსის ორგანიზატორები კი ჯერ ფიქრობენ - უნდა გამოუყონ თუ არა რუსს უაილდ-ქარდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული