ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის "მასტერსზე" ტომი რობრედოსთან დამარცხდა

AutoSharing Option
მაიამის "მასტერსის" სერიის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (59) ესპანელ ტომი რობრედოს (438) შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა - 6:3, 4:6, 2:6. მატჩი ზუსტად ორ საათს გაგრძელდა.

რობრედო ტიტულოვანი ჩოგბურთელია და ის ერთ დროს, მსოფლიოს მე-5 ჩოგანიც იყო, თუმცა წლეულს მას მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული ტურზე.

პირველ სეტში ბასილაშვილმა 40 წუთში აჯობა მეტოქეს, მან პირველი ორი მოწოდება აართვა ესპანელ ვეტერანს, მართალია, იქვე თავისი მოწოდება დათმო, მაგრამ იოლად მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე.

მეორე სეტი თავიდანვე რობრედოს უპირატესობით წარიმართა, ჩვენებურმა ორჯერ წააგო მოწოდება,
მეტოქემ - მხოლოდ ერთხელ.

მესამე სეტში 34 წლის ესპანელი კიდევ უფრო კარგად ათამაშდა და ბასილაშვილს შანსი არ დაუტოვა - მეორე წრეში სემ ქიურეის (აშშ) სწორედ ტომი რობრედო შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაცა აკლია ამ ბიჭს, ბოლომდე ვერ მიდის, არასტაბილურია თუ რა ჭირს ვერ გავიგე!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული