ანტალიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ

AutoSharing Option
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იან ტურნირს ქართველები მხოლოდ წყვილებში შემორჩნენ.

სოფიო შაფათავამ და ყირგიზმა ქსენია პალკინამ, რომლებიც მეორე ნომრად არიან განთესილნი, სტარტზე თურქებს - დენიზ პეიკოჩსა და დოგა თურქმენს მოუგეს - 6:0, 6:0 და დღეს მეოთხედფინალში სერბებს - მილიცა გუბრანოვიჩსა და ბოიანა მარკოვიჩს დაუპირისპირდებიან.

ანა შანიძემ და ლანა კენჭიაშვილმაც მასპინძლებს - აზრადენიზ კომლეკსა და ზეინეპ სარიოგლანს სძლიეს - 6:3, 6:3 და მომდევნო ეტაპზე ელენა სიმიჩსა (ბოსნია) და სანდრა იამრიჩოვას (სლოვაკეთი) გაუწევენ მეტოქეობას. ამ დუეტმა პირველ წრეში მესამე ნომრად განთესილი რუმინელები -
ქრისტინა ადამესკუ და დიანაენაჩე ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:3.

ერთეულებში ჩვენებმა ვერ იყოჩაღეს: სოფიო შაფათავა კვალიფიკაციიდან აღზევებულ მარტა კოსტიუკთან (უკრაინა) დამარცხდა - 6:7, 2:6. ანა შანიძემ ელისა ვანლანგენდონსკისთან (ბელგია) დათმო ორთაბრძოლა - 3:6, 3:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული