ირვინგის ჩელენჯერზე ნიკოლოზ ბასილაშვილი თეიმურაზ გაბაშვილს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (55) ირვინგის (აშშ) საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდიც 150 ათას დოლარზე მეტია.

ჩვენებური ირვინგში მე-4 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში ყოფილ თანამემამულეს, ახლა რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილს (165) ხვდება. 31 წლის გაბაშვილი ძირითად ბადეში იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით მოხვდა.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2013 წელს თურქულ ტურნირზე შეხვდნენ, მაშინ გაბაშვილმა სამ სეტში იმარჯვა.

დღევანდელი მატჩი საქართველოს დროით 22:30-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული