ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსზე" კაცებმა 1/16 ფინალი დაიწყეს. ენდი მარეის გავარდნის შემდეგ, ბადის ზედა მხარეს ფავორიტი სტენ ვავრინკა გახდა. შვეიცარიელმა საათსა და 16 წუთში მოიპოვა მერვედფინალის საგზური, როცა ორ სეტში დაამარცხა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი - 7:5, 6:3.

სტენმა უნაკლოდ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე. მის მეტოქეს ორი სეტის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, ვავრინკამ კი თითო სეტში თითო ბრეიკი იკმარა, არადა, 10 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა.

მეოთხედფინალში გასავლელად ვავრინკა იაპონელ იოშიჰიტო ნიშიოკას შეხვდება, რომელიც, წესით, არ უნდა ყოფილიყო ძირითად ბადეში, რადგან კვალიფიკაცია წააგო, მაგრამ თამაში
ერთ-ერთი მონაწილის ტრავმის გამო გააგრძელა და უკვე ორი განთესილი გამოთიშა ტურნირს: მეორე წრეში მოუგო ხორვატ ივო კარლოვიჩს, გუშინ კი ჩეხი ტომაშ ბერდიხიც ჩამოიშორა, არადა, ახლოს იყო წაგებასთან. ჩეხმა პირველი სეტი 6:1 მოიგო, მეორეში ორმაგი ბრეიკით იყო წინ - 5:2, ერთი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ მოახერხა წაგება - 1:6, 7:6(5), 6:2.

გაელ მონფილსმა, მოულოდნელად, ძალიან იოლად დაამარცხა ამერიკელი ჯონ ისნერი - 6:2, 6:4. ფრანგმა სამი ბრეიკი შეასრულა, ამერიკელმა კი მხოლოდ ოთხი ეისი ჩააწოდა.

ასევე არ ყოფილა ბრძოლა ავსტრიელი დომინიკ ტიმისა და გერმანელი მიშა ზვერევის შეხვედრაში. ტიმმა 59 წუთში სამი ბრეიკი შეასრულა და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს.

კაცები
1/16 ფინალი

კარენო ბუსტა (ესპ, 21)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 16) უარი
ტიმი (ავსტრია, 8)-მ. ზვერევი (გერ, 29) 6:1, 6:4
ნიშიოკა (იაპ)-ბერდიხი (ჩეხ, 13) 1:6, 7:6(5), 6:4
ლაიოვიჩი (სერ)-პოსპიშილი (კან) 6:7(4), 6:3, 7:5
ვავრინკა (შვეიც, 3)-კოლშრაიბერი (გერ, 28) 7:5, 6:3
გოფენი (ბელ, 11)-რამოსი (ესპ, 22) 7:6(3), 6:4
კუევასი (ურუ, 27)-ფონინი (იტა) 6:1, 6:4
მონფილსი (საფ, 10)-ისნერი (აშშ, 20) 6:2, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული