სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« თებერვალი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 12345
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძემ წააგო, მაგრამ ანტალიაში რჩება
AutoSharing Option
11:12 17-02-2017
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე ანტალიის 15.000-იან ტურნირში მონაწილეობდა.

წყვილებში რუს ივან დავიდოვთან ერთად მან პირველ წრეში იტალიელებს - კლაუდიო ფორტუნას და ფრანჩესკო ვილარდოს აჯობა (6:4, 6:3) და მეოთხედფინალში გავიდა, იქ კი გუშინ უკრაინელებთან - ვადიმ ურსუსა და ვლადიმირ უჟილოვსკისთან დამარცხდა - 3:6, 6:2, 6:10.

წაგების მიუხედავად, ის ანტალიას არ დამშვიდობებია - ხვალიდან ირაკლი მეტრეველთან ერთად ახალი 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯავს ძალებს.

* * *
ანტალიას მიაშურებს საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ეკატერინე გორგოძე, რომელიც ბერგამოს (იტალია, საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) შეჯიბრების რეიტინგფავორიტი იყო, მაგრამ ასპარეზობას მეორე წრეში იტალიელ ტატიანა პიერისთან დამარცხების (3:6, 1:6) შემდეგ გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი თურქულ ტურნირში, სავარაუდოდ, მესამე ნომრად იქნება განთესილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.