ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ღია პირველობაში იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი 15 თებერვალს მემფისის ღია პირველობაში ჩაებმება.

ბასილაშვილი მერვედფინალში რეიტინგის 63-ე ნომერს, ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება.

ბასილაშვილი და ტომპსონი ერთმანეთს წელს, 10 იანვარს, სიდნეის ტურნირზეც დაუპირისპირდნენ. მაშინ გამარჯვება ავსტრალიელს დარჩა - 7:5, 6:2.

შეგახსენებთ, რომ ახლახან სოფიის ტურნირზე წარმატებულმა გამოსვლამ ქართველ ჩოგბურთელს 90 ქულა მოუტანა და რეიტინგში 20 ადგილით დააწინაურა. ბასილაშვილი ამჟამად 725 ქულით 67-ეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული