გრიგორ დიმიტროვი: ბასილაშვილი ნახევარფინალამდე მოვიდა და ის უნდა დამეფასებინა

AutoSharing Option
ბულგარელმა ჩოგბურთელმა გრიგორ დიმიტროვმა 11 თებერვალს, ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი გრიგორ დიმიტროვთან ორ სეტში დამარცხდა

"მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ბასილაშვილი ნახევარფინალამდე მოვიდა და ის უნდა დამეფასებინა. ამიტომ დღევანდელ მატჩს მთელი სერიოზულობით მოვეკიდე და მაქსიმალურად ვეცადე, კარგი მატჩი გამომსვლოდა.

ბედნიერი ვარ. ფინალში მცირე უპირატესობა მაქვს, მაგრამ იოლი შეხვედრა ნამდვილად არ მელის - გოფინს რევანში ენდომება", - განაცხადა დიმიტროვმა.

ფინალში ბულგარელი ჩოგბურთელი ბელგიელ დევიდ გოფინს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს ნიკა მთავარია არ გაჩერდე პროგრესი აშკარაა..
პაატა
23:02 11-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული